დაბზარული სახლები რიკოთთან - რას პასუხობს ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მინისტრი

14.08.23 17:04
დაბზარული სახლები რიკოთთან - რას პასუხობს ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მინისტრი

დაბზარული სახლები რიკოთთან - ადგილობრივების პრობლემებს ინფრასტრუქტურის მინისტრი პასუხობს. ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ მონიტორინგი ჩატარებულია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მშენებლობამ და აფეთქებებმა დააზიანა სახლები. თუკი დადასტურდება, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში დაზიანდა მათი სახლები, შესაძლოა, ადგილობრივებმა კომპენსაცია მიიღონ.

შესაბამისი ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების, დაკვირვებების შედეგად არ ვლინდება ის, რომ გზის მშენებლობას რაიმე ზეგავლენა ჰქონდა ამ ნაგებობების მდგომარეობასთან მიმართებაში. რაც შესაბამისად ვერ დადასტურდა, იმაზე შემდგომი განვითარება ვერ გამოდის. მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობის პროცესში ხდება პერმანენტული დაკვირვება. იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი ტიპის ზეგავლენა დადასტურდება, ბუნებრივია, ამისთვისაც არის შესაბამისი პროცედურა, რა პროცესშიც ხდება ან კომპენსაციების ან სხვა ისეთი ღონისძიებები, რაც მკვეთრად დადგენილია, მთავარია ამის საფუძვლები არსებობდეს,“ - ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

 

რიკოთის უღელტეხილთან სახლები ინგრევა - ხალხი შველას ითხოვს. სოფელ ფუთის მკვიდრებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის გამო, მიწისქვეშა გვირაბი პირდაპირ სოფლის ქვეშ გაჰყავთ. თუმცა ბურღის ხმების ნაცვლად, ყოველ ნახევარ საათში ხალხს აფეთქებების ხმები ესმით. ბიძგები კი იმდენად მასშტაბურია, რომ სახლებს კედლები უკვე დაებზარათ, ჭერიდან ბათქაში ცვივა და შენობები დანგრევის პირასაა მისული.

მსგავსი სიახლეები