ფემიციდი მარნეულში - რას ყვებიან გარდაცვლილის ახლობლები
ცოლის მკვლელობაში მხილებული კაცი დუმილის უფლებას იყენებს. მოძალადეს ბრალის დადგენილება ოფიციალურად უკვე გააცნეს. ბრალდებული სასამართლო პროცესის მოლოდინშია.
რა მოხდა მარნეულში და რატომ გაიმეტა საკუთარი შვილის დედა კაცმა სასიკვდილოდ? - მომხდარზე საუბარი სოფელ სადახლოში ყველას უჭირს. თუმცა კამერების მიღმა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა.
რა მოხდა არაფერი ვიცით, ამბავი ბოლოს გავიგეთ, მანამდე ყვირილის ხმაც არ გაგვიგია, ეს ოჯახური პრობლემაა და არ ვერევით," - ამბობს ახლობელი.
სოფელში არ ვიყავით და ველოდებით რას იტყვის თვითონ სასაამრთლო პროცესზე, როგორ ახსნის მომხდარს," - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.
როგორც ირკვევა, კაცი ახალგაზრდა ცოლს მოკვლით რამდენჯერმე დაემუქრა. საბოლოდ კი, დანა აიღო, ცოლს ჩაუსაფრდა და სასიკვდილო დაზიანებები გულ-მკერდის არეში მიაყენა.
ფემიციდი მარნეულში - პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.