4-4 პოლიციელი მეჭიდავა, გორი არის ჯარიმების ქალაქი - გორელი გარემოვაჭრე
გორში გარემოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. ადგილზე ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია და მუნიციპალური სამსახურის თანაშრომლები არიან მობილიზებული და დახლების გაშლის უფლებას არ აძლევენ.
მოვაჭრეები ყვებიან, რომ მათ პოლიცია ძალის გამოყენებით უსწორდება. რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა.
გუშინ, რომ გამოვიტანეთ ეს სეტკები, გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია. 4-4 პოლიციელი მეჭიდავა, არ მინდოდა, რომ სეტკები გადაეყარათ. იმ სეტკაში ხომ გვაქვს ფული მიცემული. მაგიდები მქონდა და ის ნაგავსაყრელზე წაიღეს. გორი არის ჯარიმების ქალაქი, მეტს არაფერს აკეთებს ჩვენი მთავრობა,“ - ამბობს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.