კინზინგერს ვერ ვუპასუხებ სერიოზულას, ის საკუთარმა პარტიამ გარიცხა - მიქანაძე
ყოფილ კონგრესმენს ადამ კინზინგერს "ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით აკრიტიკებენ. რატი იონათამიშვილის მსგავსად გივი მიქანაძემ კინზინგერს შეახსენა, რომ ის საკუთარმა პარტიამ გარიცხა.
ადამ კინზინგერს ვერანაირად ვერ ვუპასუხებ სერიოზულად, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარმა პარტიამ გარიცხა თავისი რიგებიდან და შესაბამისად, მის მიერ იმ სულელურ ნარატივზე აყოლა, რასაც ენმ ცდილობს, რომ დანერგოს და საერთაშორისო მათი მხარდამჭერები გამოიყენოს, სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ,“ - ამბობს გივი მიქანაძე.
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და "ოცნებას" რუსეთის მარიონეტულ პარტიას უწოდა.