სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში საპრეზიდენტო ესკორტით დახვდნენ

31.08.23 13:24
სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში საპრეზიდენტო ესკორტით დახვდნენ

 

 

 

სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში საპრეზიდენტო ესკორტით დახვდნენ. პრეზიდენტი ევროპული ტურნეს დაწყების ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი უკვე ბერლინშია და ვიზიტის ფარგლებში პირველად გერმანიის პრეზიდენტს ხვდება.

როგორც "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეს მაინც გამართავს და 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს შეხვდება.

სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრა წარმოადგენს. თუმცა, მთავრობამ მას ამის ოფიციალური ნებართვა არ მისცა. ოფიციალური თანხმობის გარეშე წასულ პრეზიდენტზე დღეს მმართველ პარტიას იერიში მიაქვს და მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს საზღვარგარეთ იმყოფება არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე