ღარიბაშვილი საკუთარ შვილს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს - დეკანოიძე

07.09.23 14:20
ღარიბაშვილი საკუთარ შვილს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი საკუთარ შვილს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სტუდენტობა დამოუკიდებელი ცხოვრებაა და ღარიბი ქვეყნის პრემიერს ჩარტერით არ უნდა მიჰყავდეს შვილი ამერიკაში.

ეს არის წარმოუდგენლად დიდი კლეპტოკრატიის, ოლიგარქიის და კორუფციის ნიშანი. სტუდენტობა არის დამოუკიდებელი ცხოვრება და არა ის, რომ რაღაც ღარიბი ქვეყნის პრემიერ მინისტრს ჩარტერით მიჰყავდეს. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ შვილთან არის ეს უხერხული და უხერხულ სიტუაციაში აგდებს თავის საკუთარ შვილს, რომელსაც მე მივესალმები, რომ საზღვარგარეთ სწავლობს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული  - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა

შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ. 

 

მსგავსი სიახლეები