რომელი ბიონსე და შაკირა გვყავს ღარიბაშვილი, ჩარტერით რომ იფრინოს - რომან გოცირიძე
რომელი ბიონსე და შაკირა გვყავს, ღარიბაშვილმა, რომ ჩარტერით იფრინოს - ასე ეხმაურება რომან გოცირიძე პრემიერის ამერიკულ ვოიაჟს და "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, რომელმაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
გოცირიძის თქმით, სანამ სატელევიზიო სიუჟეტებით არ გამოგიჭერენ, მანამდე უნდა გქოდეს კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან, რათა მერე თავის მართლება არ მოგიწიოს.
რომელი ბიონსე და შაკირა გვყავს, ღარიბაშვილმა, რომ ჩარტერით იფრინოს და სავარძლიან კაბინეტებში მოეწყოს, თუნდაც ფული ჰქონდეს. ელემენტარულად არ არის მორალური, ღატაკი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ ჩარტერით დაფრინავდეს, აიბლანდნენ ჩვენებებში. ვის დაემგზავრა, ვიღაც გაფრინდა და გაჰყვა მგზავრად? ამიტომ საჭირო არის გამჭვირვალობა, საჭირო არის ყოველთვის საუბარი საკუთარ ამომრჩეველთან და სანამ სატელევიზიო სიუჟეტებით არ გამოგიჭერენ, მანამდე უნდა გქოდეს კომუნიკაცია და არა მერე, როდესაც თავის მართლება გიწევს", - ამბობს რომან გოცირიძე.
ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა
შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ.