"სიზმარი" - მაჭარაშვილი პრემიერის სკანდალზე მტკიცებულებებს ითხოვს

07.09.23 14:36
"სიზმარი" - მაჭარაშვილი პრემიერის სკანდალზე მტკიცებულებებს ითხოვს

უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილს გადაეფარა, ადასტურებენ, რომ პრემიერი ამერიკაში ამრთალც გაფრინდა ჩარტერული რეისით, თუმცა ამტკიცებენ, რომ ამაში სახელმწიფო ხარჯები არ დახარჯულა.

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი სიზმარს და ჭორს უწოდებს პრემიერის მიერ კერძო ფრენებში, ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ "შაბათის ეთერის" მიერ ჯერ არ გასული  ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და მტკიცებულებებს ითხოვს.

ვისაც არ სჯერა ჩვენი და ჩვენი გულწრფელი გზის, იმან უნდა გაგვატაროს. ანგარიშვალდებულებაა ის, რომ საჯარო დეკლარაცია არსებობს, ანგარიშვალდებულებაა ის, რომ თუ აქვს ვინმეს რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით კი ბატონო მოიტანოს და მერე ჩვენც გავერკვევით და თუ არ გაქვს და ჭორი და სიზმარი გინდა რომ შენ სიზმარზე შენ ვიღაცამ პასუხი გაგცეს, არაერთხელ ვთქვი მე რა, რომ ეს სიზმარი გაატანონ ხოლმე დილით წყალს. 

არავინ უარყოფს, რომ გაფრინდა ამერიკაში, ვინმე უარყოფს მაგას? სიზმარი ის კი არ არის რომ გაფრინდა, სიზმარი არის ის, რომ, რომ გაფრინდა ბიუჯეტის თანხები ხომ არ დახარჯა, უფრო სწორად დახარჯა ამბობენ ასე. ეს კითხვა კი არა სიზმარია, კითხვაზე პასუხი გითხარით, რომ არ არის ასე და თქვენ მითხარით მტკიცებულება სად არისო და მტკიცებულება თქვენ მოიტანეთ ჯერ. პოლიტიკა რწმენა კი არ არის და რელიგია კი არ არის, რას ნიშნავს არ მჯერა. ან მტკიცებულება უნდა გქონდეს და მოიტანო და მერე კომენტარს გავაკეთებ და თუ არ გაქვს მტკიცებულება, შენ რაღაცა გწამს, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული  - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა

შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში, ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ. 

 

მსგავსი სიახლეები