"ბრავო ნოდარ მელაძეს, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებაა მთელი ქოც-ნახირის მხრიდან" - ვაშაძე პრემიერის სკანდალზე

07.09.23 15:04
"ბრავო ნოდარ მელაძეს, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებაა მთელი ქოც-ნახირის მხრიდან" - ვაშაძე პრემიერის სკანდალზე

ბრავო ნოდარ მელაძეს, რომ არ ეს გამოძიება, ჩვენთვის უცნობი გახდებოდა ეს ამორალური ფაქტი - ასე ეხმაურება პრემიერის ძვირადღირებულ ამერიკულ ვოიაჟს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, ეს ფაქტი არის "ოცნების" ფსკერი, რადგან ისინი ისე გაზულუქდნენ, რომ ჩარტერებით დაფრინავენ.

ვაშაძე ამბობს, რომ დღეს ფაქტობრივად "ოცნების" წევრებმა აღიარებით ჩვენებას მოაწერეს ხელი, როდესაც პრემიერის ამერიკაში ჩარტერული შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

ბრავო ნოდარ მელაძეს, ბრავო ჟურნალისტებს, ვინც ეს გამოიძიეთ. მართლაც ჩვენთვის უცნობი გახდებოდა ეს ამორალური ფაქტი. ეს მიუთითებს "ქართული ოცნების" ფსკერს. იმ დონეზე გაზულუქდნენ და გამდიდრდნენ, რომ აღარ იციან რა თქვან და ჩარტერებით დადიან. პრემიერი, რომელმაც ვერ მოიცალა, რომ შოვში ჩასულიყო ტრაგედიის დღეს, ჩარტერული რეისებით დაფრინავს თურმე თავისი ოჯახით. ეს გამართლება, რომ თურმე მისი პირადი თანხებით იყო, რა პირადი თანხებით, გამაგებინეთ ერთი? მილიარდერები დაფრინავენ ჩარტერული რეისებით და რით გახდა მილიარდერი, ვეკითხები საზოგადოებას? აი ეს არის, როცა გახრწნილია სისტემა, როცა ადამიანი კი არა ფულია მთავარი პრიორიტეტი, ძვირადღირებული მანქანები უნდათ, ძვირადღირებული საათები, ჩარტერული რეისები, მათთვის ორნიშნად კი არა ხუთნიშნად გაიზარდა ეკონომიკა. ხალხი კი გაღარიბდა. კიდევ ერთხელ ბრავო და ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებაა, რაც ჩვენ ვნახეთ, მთელი ქოც-ნახირის მხრიდან, რომელმაც თავიდან ბოლომდე აღიარა ეს ამორალური საქმიანობის ამსახველი ქმედება. ეს არის პირდაპირი ფაქტი გახრწნილი, კორუმპირებული სისტემის, რომელიც დღეს ქვეყანაში არის". - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული  - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა

შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში, ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები