ბოტოქსს კი არ იკეთებს თქვენი პრეზიდენტივით - ვოლსკი პრემიერს იცავს
ბიუჯეტიდან ბოტოქსს არ იკეთებს თქვენი პრეზიდენტივით - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი პრემიერის სკანდალს, რომელიც "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გახეთქეს.
ვოლსკი ღარიბაშვილს იცავს და "შაბათის ეთერის" გამოძიებებს ეჭვქვეშ აყენებს. "ოცნების" წევრი ამბობს, რომ ამ ხმაურიანი რეპორტაჟის, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა, პრემიერს არ შეშინებია.
ყველაფერი დეკლარაციაში აისახება, მაგრამ უნდა დავაფასოთ გარკვეული გამჭვირვალობა და ის, რომ ბიუჯეტიდან ბოტოქსს არ იკეთებს თქვენი პრეზიდენტივით. არც ბოტოქსს იკეთებს, არც სამედიცინო დახმარებას ღებულობს და არც გარკვეული მანიპულაციებისთვის სჩადის. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ არ ხარჯავს.
როგორ ვერ გაიგებდით ამის შესახებ, ძალიან კარგად გაიგებდით და გაიგო ყველამ. მაგრამ, რაც შეეხება საგამოძიებო ჟურნალისტიკას, ამ შემთხვევაზე არ არის ლაპარაკი, საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ სწორად მუშაობდნენ. ნიუ-იორკში ჩადის, პრემიერ-მინისტრია და როგორ გგონიათ, ამის დამალვა შესაძლებელია?
შეშინებულის არაფერი ეტყობა. კარგით ახლა, რამ შეაშინა და ა.შ. ჟურნალისტური შეკითხვა არ არის". - ამბობს გია ვოლსკი.
ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა
შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში, ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ.