მდინარაძე პრემიერის სკანდალის გადაფარვას, კვლავ სააკაშვილის ლანძღვით ცდილობს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრემიერის სკანდალის გადაფარვას, კვლავ მიხეილ სააკაშვილის ლანძღვით ცდილობს.
მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მესამე პრეზიდენტისგან განსხვავებით არც ბიუჯეტის ფულით დაფრინავს და არც ბიუჯეტიდან უხდის სწავლის ფულს ოჯახის წევრებს.
ნებისმიერი კერძო ვიზიტის შესახებ, ხელისუფლების ნებისმიერმა წარმომადგენელმა წინასწარ უნდა აცნობოს საზოგადოებას, სანამ ამაზე კითხვებს არ დასვამენ? ვერ აიტანეს, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს. იცით, რომ ის პირველი პირი ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს. საკუთარ ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის ფულს და ა.შ. ამის გადასაფარად ახლა, ათწლეულების შემდეგ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ახლა, რატომ გაფრინდა ... დანარჩენი დეკლარაციაში ნახეთ და უკანონო თუ იქნა რამე, შემდეგ გააკრიტიკეთ, თუ რამე იქნა". - ამბობს მდინარაძე.
ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა
შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში, ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ.