არანაირი ვალდებულება არ მაქვს, ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამაზე დავდგე და გესაუბროთ - კალაძე

07.09.23 15:42
არანაირი ვალდებულება არ მაქვს, ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამაზე დავდგე და გესაუბროთ - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერს იცავს და ამბობს, რომ როდესაც თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება ადამიანი, ეს საჯარო არ უნდა იყოს.

კალაძის პირდაპირ აცხადებს, რომ არანაირი ვალდებულება არ აქვს, პირადი ხარჯებით სადმე წავიდეს და ამაზე დადგეს და ჟურნალისტებს ესაუბროს.

დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები არიან ვალდებულები წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შესაბამისად, დაველოდოთ ამ თარიღს, როდესაც პრემიერს მოუწევს ვალდებულება შეასრულოს და წარმოადგინოს დეკლარაცია. ადამიანი, როდესაც თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო. როდესაც, მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, რა, უნდა დავდგე და მოგიყვეთ ყველაფერი? შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი ვალდებულება არ მაქვს, ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით დავდგე და გესაუბროთ ". - თქვა კალაძემ. 

ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული  - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა

შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში, ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ. 

მსგავსი სიახლეები