შაბათს ნახავთ კონკრეტულ ფაქტებს და მტკიცებულებებს - ნოდარ მელაძე

07.09.23 16:19
შაბათს ნახავთ კონკრეტულ ფაქტებს და მტკიცებულებებს - ნოდარ მელაძე

"ტვ პირველის" საინფორმაციოს უფროსი, "შაბათის ეთერის" ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პრემიერის სკანდალზე მთავრობის ადმინისტრაციამ მხოლოდ ინფორმაციის მცირე ნაწილი გამოიტანა საჯაროზე და აანონსებს, რომ 9 სექტემბერს, სეზონის პირველ გადაცემაში, მაყურებელი კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ მტკიცებულებებს ნახავს ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებით დიდი ოდენობით დახარჯულ თანხებზე.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების ფონზე იძულებული გახდა დაედასტურებინა, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ჩვენს ხელში იყო კონკრეტული მტკიცებულებები პრემიერის მიერ ამერიკულ არდადეგებზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით. მთავრობის ადმინისტრაციამ ინფორმაციის მცირე ნაწილი გამოიტანა საჯაროზე, თუმცა შაბათს, სეზონის პირველ გადაცემაში მაყურებელი ნახავს კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ პრემიერი ხარჯავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, რომელიც დოკუმენტების თანახმად პრემიერს არ უნდა ჰქონდეს. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფრენებზე, რომლის მტკიცებულებებიც, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერებიც, ჩვენს გუნდს გააჩნია. აქ არის ბევრად უფრო სხვა, დიდი მასშტაბის ხარჯებზე საუბარი და მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს 28 აგვისტოდან. მათი პასუხი იყო დუმილი. მაგრამ, მას შემდეგ რაც ჩვენ მაინც მოვახერხეთ ინტერვიუების ჩაწერა და დადასტურებების მოპოვება, ისინი იძულებულები გახდნენ გაევრცელებინათ ამ განცხადების რაღაც შემოკლებული ვერსია". - ამბობს ნოდარ მელაძე.

ფრენა სპეცრეისით და პრივატულ წვეულებებში დახარჯული ფული  - "შაბათის ეთერის" ჯერ არ გასული ჟურნალისტური გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციაში განგაშის საფუძველი გახდა

შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში, ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ. 

 

მსგავსი სიახლეები