"მოვუწოდებ, გაასწორონ სამიზნე" - ფავლენიშვილი ახალციხელ თანაპარტიელებზე
"ეს არის დესტრუქცია" - ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილის გუნდი ახალციხელ თანამებრძოლებს, რომლებმაც პარტია დემარშით დატოვეს. პარტიის ახალი მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილს ბრძოლა უსაფუძლოდ გამოუცხადეს. ირაკლი ფავლენიშილი პარტიის სხვა წევრებს მოუწოდებს, პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობა და მოწოდებები გაითვალისწინონ.
არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, სხვა და სხვა ინტენსივობით ტოვებს პარტიას და ემიჯნება პარტიას. ეს არის დესტრუქციული ქმედებები და ამ ადამიანებს მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრებს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის რჩევა, გაასწორონ სამიზნე და იბრძოლონ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არც არის უკვე სერიოზული. ჩვენ ყველანაირ ლეგიტიმურ პროცესში ჩართვის საშუალება მივეცით, თუმცა ასეთი სურვილი აქვთ, რომ პერიოდულად გაემიჯნონ პარტიას და შექმნან ე.წ. ნიუსი. ამ დროს მე მათ მოვუწოდებდი, გაითვალისწინონ პუტინის პატიმრობაშ მყოფი პრეზიდენტის მოწოდება, გაასწორონ სამიზნე და იბძროლონ რუსული რეჟმის წინააღმდეგ, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.