"ბოსლაინებს" "ოცნების" მაღალჩინოსნები იყენებენ, ამის გამო მათ არავინ აჯარიმებთ" - ნადირაძე

10.09.23 16:07
"ბოსლაინებს" "ოცნების" მაღალჩინოსნები იყენებენ, ამის გამო მათ არავინ აჯარიმებთ" - ნადირაძე

მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები ადასტურებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მდგომარეობა უკონტროლოა. საშვიანი ავტომანქანის მძღოლების მიერ წესებს ყოველდღიურად დარღვევაზე და ავტობუსის ზოლში გადაადგილებაზე საუბრობს ოპოზიციაც.

ენმ-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით. ე.წ ბოსლაინებს "ოცნების" მაღალჩინოსნები იყენებენ, ამის გამო კი მათ არავინ აჯარიმებს. ამის გამო კი სახეზეა ბევრი ავარიული შემთხვევა, ერთ-ერთი გუშინ ვაკეში მოხდა, როცა რენჯროვერის მარკის ჯიპი ავტობუსს შეეჯახა.

ყველამ კარგად იცის, რომ ავტობუსის ბასლაინებს ჩვენთან ბოსლაინებს ეძახიან. ეს ბასლაინები, ბოსლაინები კახა კალაძემ დახაზა იმიტომ, რომ იმ მხოლოდ ავტობუსები გადაადგილდებოდნენ და საცობებიდან გათავისუფლებულიყო დედაქალაქი, თუმცა მივიღეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო, ამ მიმართულებით ქალაქი დამძიმდა, ხოლო ამ ბოსლაინებს "ოცნების" მაღალჩინოსნები თავისი ძვირადღირებული ჯიპებით და მანქანები გადაადგილდებიან ისე, რომ ამის გამო არავინ აჯარიმებს და არაფერს ეუბნება. რამდენიმე ინციდენტი ვნახეთ და დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

 ამ დრომდე უცნობია, ავტომობილის მფლობელის ვინაობა, რომელიც ვაკეში ავტობუს შეეჯახა.

მსგავსი სიახლეები