"ახალი ბოდვაა" - კალაძე შოვის ტრაგედიაზე ოპოზიციის მხრიდან მისი ბრალეულობის გამოკვეთაზე

11.09.23 12:42
"ახალი ბოდვაა" - კალაძე შოვის ტრაგედიაზე ოპოზიციის მხრიდან მისი ბრალეულობის გამოკვეთაზე

"ეს რაღაც ახალი ბოდვაა," - ასე პასუხობს კახა კალაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს.

საქმე ეხება შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "გამარჯვების პლატფორმის" მიერ ჩატარებულ გამოძიებას. ოპოზიციამ დღეს ის თანამდებობის პირები დაასახელა, ვინც შოვის ტრაგედიის საქმეზე პასუხისგებაში უნდა მიეცეს. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ირაკლი კობახიძით და კახა კალაძით, რადგან მათი მტკიცებით, სწორედ კობახიძე-კალაძეს კორუფციული ინტერესები ამოძრავებდათ.

კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს ბოდვად მოიხსენიებს და ბიზნესინტერესების ქონას უარყოფს.

ეს რაღაც ახალი ბოდვაა. შოვში მომხდარი სტიქიის სახით, ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ქვეყანას თავს, რასაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს. არ ვიცი, რა სერიოზული პასუხი უნდა გავცე აღნიშნულ შეკითხვას. არც ის ვიცი, რა ბიზნესინტერესებზეა საუბარი, თუმცა არაფერი მიკვირს თქვენი ტელევიზიებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს, იმიტომ, რომ პირველივე დღეების განმავლობაში მაბრალებდით, თითქოს ვერტმფრენით ვისარგებლე შოვიდან ჩემი შვილების გამოსაყვანად და სხვები მივატოვე.

ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაგცემთ ყველა იმ ცილისწამებასა და სიბინძურეზე პასუხს, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები