იმპიჩმენტის არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები - დარჩიაშვილი

11.09.23 12:50
იმპიჩმენტის არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები - დარჩიაშვილი

"იმპიჩმენტის პროცესი არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები", - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ილია დარჩიაშვილი იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტი კრიტიკულად შეაფასა, მინისტრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 

მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას, ვერ დავინახავდი. აქ საუბარია არის და ამაზე არაერთხელ ითქვა, რომ საკითხი ეხება კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცალსახად, გასაგებად და ნათლად არის გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრიათ. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები. რაც შეეხება (ევროინტეგრაციის პროცესის) დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად, რომ საქართველო მორიგ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დღეიდან ოფიციალურად იწყებს, პროცესები პირველ ეტაპზე, პარლამენტში წარიმართება, შემდეგ კი საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

მსგავსი სიახლეები