"ოცნების" არჩეულ პრეზიდენტს "ოცნება" იმპიჩმენტს უწყობს - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში

11.09.23 13:48
"ოცნების" არჩეულ პრეზიდენტს "ოცნება" იმპიჩმენტს უწყობს - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში

"უხერხულობას არ გრძნობთ, თქვენ მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობთ?" "22 დღე, რატომ დასჭირდა პრემიერს პრეზიდენტისთვის ვიზიტების ასაკრძალად", - ამ კითხვებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პირდაპირ პასუხებს თავს არიდებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისი არჩეულია, თანამდებობის პირმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ასეთ სიზმრებს თავი დაანებეთ გითხარით - დილით დაიწყეთ, შუადღით წაიხალისეთ, საღამოს დაამთავრეთ ხოლმე, ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს,“ - ამბობს მაჭარაშვილი.

რატომ დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" წაგებული პოლიტიკური თამაში, როდესაც პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საკმარისი 100 ხმა არ აქვს - ამაზე დეპუტატები ამბობენ, რომ კონსტიტუციის დარღვევას სასამართლო დაადგენს, თუმცა, აღარ საუბრობენ იმაზე, რა გაგრძელება ექნება პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურას. 

წაგებული რატომ არის, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რასაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლო და პროცედურა ყველა უნდა დავიცვათ, ყველამ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას,“ - ამბობს დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალურად უკვე დაწყებულია - პარლამენტში მმართველმა პარტიამ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე იმპიჩმენტის დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა უკვე დაადგინა და ახლა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს

მსგავსი სიახლეები