პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სჯობს ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში - პაპუაშვილი

11.09.23 14:49
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სჯობს ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში - პაპუაშვილი

პრეზიდენტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში დარჩენისკენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მოუწოდებს.

შალვა პაპუაშვილი გააღიზიანა გიორგი მსხილაძის დღევანდელმა შეფასებამ, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საპარლამენტო უმრავლესობა იმპიჩმენტის პროცედურის ოფიციალურად დაწყების გამო გააკრიტიკა. მსხილაძის შეფასებით, მმართველი გუნდი რუსი მაღალჩინოსნების მესიჯბოქს უკვე საქმით ახორციელებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სჯობს, რომ ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში. არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები იყოს შესაბამისი, ამიტომ მას მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები