ოპოზიციას შანსი მიეცა აგენტურის მოშორების - ქადაგიშვილი იმპიჩმენტზე

11.09.23 15:09
ოპოზიციას შანსი მიეცა აგენტურის მოშორების - ქადაგიშვილი იმპიჩმენტზე

"შანსი მიეცათ აგენტურის მოშორების," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

როგორც დეპუტატი ამბობს, იმპიჩმენტის პროცედურით ოპოზიციას შესაძლებლობა მიეცა გადააყენოს პრეზიდენტი, რომელზეც წლების წინ ამბობდნენ, რომ არის "რუსეთის რეზიდენტი".

მოგროვდება თუ არა საჭირო 100 ხმა, ამ ხმების შეგროვებაზე ჩვენ არ ვზრუნავთ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია იყო ყოველთვის ფარისევლური. მაშინ, როდესაც 3 მილიონ ადამიანს უმტკიცებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არა მარტო პიროვნულად არის ძალიან ცუდი, იმ სიტყვების გამეორება შეუძლებელია, არამედ არის რუსეთის რეზიდენტი, აგენტურა, აგერ შანსი მიეცათ აგენტურის მოშორების,“ - ამბობს ქადაგიშვილი.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალურად უკვე დაწყებულია - პარლამენტში მმართველმა პარტიამ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე იმპიჩმენტის დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა უკვე დაადგინა და ახლა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს

 

მსგავსი სიახლეები