იმპიჩმენტი არის პირდაპირი დავალება ივანიშვილის მიერ, მისი ახირება, პირადი შურისძიებაა - რომან გოცირიძე

11.09.23 15:12
იმპიჩმენტი არის პირდაპირი დავალება ივანიშვილის მიერ, მისი ახირება, პირადი შურისძიებაა - რომან გოცირიძე

"იმპიჩმენტი ეს არის პირდაპირი დავალება ბიძინა ივანიშვილის მიერ," - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მმართველმა ძალამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ივანიშვილის დავალებით დაიწყო. ეს სვლა კი, გოცირიძის თქმით, ივანიშვილს რუსეთისთვის ირიბი მხარდაჭერის საჩვენებლად სჭირდებოდა.

იმპიჩმენტი ეს არის პირდაპირი დავალება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ახირება, პირადი შურისძიება და გარდა ამისა, ივანიშვილის მიერ რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერა. ასევე ამ იმპიჩმენტით ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალურად უკვე დაწყებულია - პარლამენტში მმართველმა პარტიამ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე იმპიჩმენტის დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა უკვე დაადგინა და ახლა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს

 

მსგავსი სიახლეები