თუ იპოვის „ოპოზიციონერებს“ ვერ გეტყვით, "ოცნება" შეეცდება ზეწოლას - თაკო ჩარკვიანი იმპიჩმენტზე
პრეზიდენტის იმპიჩმენტს ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება. "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი იმპიჩმენტის წინააღმდეგია. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ხმების მობილიზებას შეეცდება და იქნება ზეწოლაც.
არ მივემხრობით იმპიჩმენტს და დავდგებით ამ ინსტიტუციის დასაცავად. შარლ მიშელის შევარდნა-არშევარდნა რომ მახსენდება, თუ ახლა იპოვის „ოპოზიციონერებს“ ვერ გეტყვით. შეეცდება ყველა ვარიანტში. არის ზეწოლა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, იმიტომ, რომ ის აკეთებს მედასავლეთეობითვის, საქართველოსთვის დასავლეთის კუთხით ვექტორისთვის საინტერესო განცხადებას,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალურად უკვე დაწყებულია - პარლამენტში მმართველმა პარტიამ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე იმპიჩმენტის დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა უკვე დაადგინა და ახლა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს.