კობახიძეს და ღარიბაშვილს ვურჩევ, გააგრძელონ ივანიშვილთან ერთმანეთზე ჩივილი და დასმენა - ბუაძე

11.09.23 15:29
კობახიძეს და ღარიბაშვილს ვურჩევ, გააგრძელონ ივანიშვილთან ერთმანეთზე ჩივილი და დასმენა - ბუაძე

კობახიძეს და ღარიბაშვილს ვურჩევ, გააგრძელონ ივანიშვილთან ერთმანეთზე ჩივილი და დასმენა, - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ირაკლი კობახიძის პასუხად გააკეთა.

საბა ბუაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას ცილისმწამებლურად აფასებს და ამბობს, რომ კობახიძეს მამუკა ხაზარაძისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს.

კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მე და მამუკას ურთიერთობები გარკვეული გვაქვს. შესაბამისად, ვურჩევ, რომ გააგრძელონ ივანიშვილთან ერთმანეთზე ჩივილი და ერთმანეთის დასმენა. ხოლო რაც შეეხება იმ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო ტყუილებს, რომლებიც მოვისმინეთ მისი პირით, მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილზე და დეზინფორმაციაზე, რომელსაც რამდენიმე დღეა ინტენსიურად ავრცელებს და აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ სამარცხვინო ტყუილებისთვის, რომელიც მისი პირით მოვისმინეთ", - ამბობს საბა ბუაძე.

"ოცნების" თავმჯდომარეს "ლელოს" ლიდერი ბინძური პროპაგანდის დაწყებაში ადანაშაულებს.  საქმე ეხება კობახიძის განცხადებას, სადაც დეპუტატმა თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხაზარაძე ბიზნეს რეკეტში იყო ჩართული. 

მსგავსი სიახლეები