როგორც პარლამენტის წევრი, მოვითხოვ, ირაკლი შოთაძემ გააკეთოს განცხადება პრემიერთან დაკავშირებით - კორძაია

11.09.23 16:20
როგორც პარლამენტის წევრი, მოვითხოვ, ირაკლი შოთაძემ გააკეთოს განცხადება პრემიერთან დაკავშირებით - კორძაია

"მე, როგორც პარლამენტის წევრი, მოვითხოვ, რომ ირაკლი შოთაძემ გააკეთოს განცხადება პრემიერთან დაკავშირებით", - ეს განცხადება დეპუტატმა თამარ კორძაიამ "დღის ამბებში" გააკეთა.

როგორც კორძაია ამბობს, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა პრემიერის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ თამარ კორძაია ითხოვს, რომ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთოს განცხადება - დაიწყო თუ არა პროკურატურაში პრემიერის საქმეზე მოკვლევა.

ძალიან ბევრი შეკითხვაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, რომ თქვენი ტელევიზიის მიერ გაკეთებული გადაცემა საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება.
 

მეორე მხრივ, გენერალური პროკურორი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. შესაბამისად, სად არის ირაკლი შოთაძე, რატომ არ აკეთებს განცხადებას. ეს ის შემთხვევაა, სადაც ირაკლი შოთაძე პირადად უნდა გამოდიოდეს და საჯარო განცხადებას აკეთებდეს, ეს მისი პასუხისმგებლობაა. ის არის ყველაზე მთავარი სუბიექტი ამ საკითხის განხილვისას, ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

მე, როგორც პარლამენტის წევრი, მოვითხოვ, რომ ირაკლი შოთაძემ გააკეთოს განცხადება ამასთან დაკავშირებით - დაიწყო თუ არა გამოძიება, თუ არა - რატომ არა და თუ არ დაიწყებს გამოძიებას, ეს ნიშნავს, რომ შოთაძე ამ პასუხისმგებლობას ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში პერსონალურად იხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების წინაშე ვერ მოიხსნის და ისიც იქნება ერთ დღეს ბრალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი ამ წუთას არის ირაკლი შოთაძე,“ - ამბობს თამარ კორძაია.
 

მსგავსი სიახლეები