მთელი ცხოვრება შრომობენ, არ მუქთახორობენ და რატომ გვშურს? - ოდიშარია ღარიბაშვილის მამაზე

12.09.23 13:41
მთელი ცხოვრება შრომობენ, არ მუქთახორობენ და რატომ გვშურს? - ოდიშარია ღარიბაშვილის მამაზე

მთელი ცხოვრება შრომობენ, რატომ გვშურს ვინმეს შემოსავალი - ამ კომენტარის ავტორი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარიაა. 

ანზორ ჩუბინიძის განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, პრემიერის ჩარტერის ფული ღარიბაშვილის მამამ გადაიხადა, ოდიშარია ამბობს, რომ ტარიელ ღარიბაშვილი "პატარა ბავშვი არ არის და მთელი ცხოვრება შრომობს". 

ბატონმა ჩუბინიძემ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული ხარჯის გადახდა კერძო პირის მიერ კომპანიისთვის იყო ნაცნობი წინასწარ, ახლა კომპანიას ჰქონდა შეფასებული გარკვეული თანხით ეს მგზავრობა, თუმცა მაინც მოხდება დაკორექტირდება თანხის, თუ რა ხარჯი იქნა გაწეული.

რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენს მშობლებს, ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი... ესენი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი.

მსგავსი სიახლეები