რუსეთთან ფრენები კავშირში არ არის საქართველოს მოქალაქეებთან, განსხვავებით უვიზო რეჟიმისგან - პაატა ზაქარეიშვილი

12.09.23 18:20
რუსეთთან ფრენები კავშირში არ არის საქართველოს მოქალაქეებთან, განსხვავებით უვიზო რეჟიმისგან - პაატა ზაქარეიშვილი

"ეს ფრენები არის რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, უმრავლესობა ან საქართველოში მოფრინავს ან საქართველოს აეროპორტებით უცხოეთში მიფრინავს," - ეს განცხადება კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

ზაქარეიშვილი პარლამენტის მხრიდან რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვაზე მოქალაქეების პეტიციის განხილვაზე უარის თქმას ეხმაურება, რადგან "ოცნების" დეპუტატები ბორელისგან განსხვავებით თვლის, რომ ავიამიმოსვლა რუსეთთან ქვეყნისთვის საჭიროა. 

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.

ეს ფრენები არის რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, უმრავლესობა ან საქართველოში მოფრინავს ან საქართველოს აეროპორტებით უცხოეთში მიფრინავს. ფრენები პირდაპირ კავშირში არ არის საქართველოს მოქალაქეებთან, განსხვავებით უვიზო რეჟიმისგან. მეტიც, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და იყენებს ამ „სიკეთეს“ - უვიზო რეჟიმს, ისინი იქ გაჭირვების გამო იმყოფებიან იქ, მათი ბიზნეს საქმიანობა რუსეთზეა დამოკიდებული, ისინი როგორც წესი, მანქანებით მოძრაობენ, გადალახავენ ლარსით საზღვარს. ქართველების უმრავლესობა, რომელიც იყენებს უვიზო რეჟიმს, ისინი მოგზაურობენ არა თვითმფრინავებით,“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებასაც ეხმაურება, რომელიც შეშფოთებულია ფრენების აღდგენით. 

ბორელის შენიშვნა იყო აბსოლუტურად ზუსტი, განსხვავებით საქართველოს მთავრობისგან. მან ზუსტად იცის, რა შეღავათები მისცა საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც არ გარბიან რუსეთიდან, იყენებენ დასასვენებლად, სხვა კურორტებზე სამოგზაუროდ. ბორელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროპისთვის მიუღებელია, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს, რათა მათმა მოქალაქეებმა შეიმსუბუქონ და შეიქმნან კომფორტი ომის დროს მათი მოგზაურობისა და კეთილდღეობისთვის,“ - ამბობს ზაქარეიშვილი.

მსგავსი სიახლეები