პატრიოტ ახალგაზრდებთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდებიან - იგორ ნარმანია

12.09.23 22:27
პატრიოტ ახალგაზრდებთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდებიან - იგორ ნარმანია

"რუს კოლაბორაციონისტებს ჰგონიათ, რომ დაკავებითა და ხელის გადაგრეხით ვინმეს შეაშინებენ. ისინი უკან ვერ დაახევინებენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ახალგაზრდებს", - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია ავრცელებს. განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

იგორ ნარმანია გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმ დროს დააკავეს, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად პრემიერის სკანდალურ ჩარტერულ რეისს აპროტესტებდა. 

ნარმანია სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ეშინია და არა დაკავების. 

ღარიბაშვილს, ივანიშვილს და “რუსული ოცნების” კრიმინალურ კასტას არ წარმოუდგენია, რომ არსებობს სამშობლოსთვის თავგანწირვის ცნება. 

სწორედ ამიტომ რუს კოლაბორაციონისტებს ჰგონიათ, რომ დაკავებითა და ხელის გადაგრეხით ვინმეს შეაშინებენ.

ისინი უკან ვერ დაახევინებენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ახალგაზრდებს, რადგან ჩემს თაობას მხოლოდ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ეშინია, რომელსაც “რუსული ოცნება” გვიქადის, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ პატრიოტ ახალგაზრდებთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდებიან.

 ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! - წერს ნარმანია.

ნარმანია გუშინ დააკავეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაღებულ კადრებში ჩანს ახალგაზრდა, რომელსაც 5 პოლიციელი მიათრევს. იგორ ნარმანიას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო წარწერის გაკეთებას აპირებდა. 

მსგავსი სიახლეები