ჩემს მშობლებს ასეთი დანაზოგი არ აქვთ, მაგრამ - მდინარაძეს ოდიშარიას განცხადება დისკომფორტს არ უქმნის

13.09.23 14:43
ჩემს მშობლებს ასეთი დანაზოგი არ აქვთ, მაგრამ - მდინარაძეს ოდიშარიას განცხადება დისკომფორტს არ უქმნის

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს უხერხულობას არ უქმნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადება, სადაც ბექა ოდიშარიამ პრემიერის მამის ფინანსებზე თქვა: "რატომ გვშურს, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?"

მამუკა მდინარაძემ ამჯერად მედია დაადანაშაულა და თქვა, რომ ჟურნალისტები კითხვას ინტერპრეტირებულად სვამენ. 

"წარმოუდგენელია თქვენ როგორი ინტერპრეტაციაც გინდათ ის ეგულისხმა ბექა ოდიშარიას. იმიტომ რომ მაგალითად მე როდესაც მისი სიტყვები მოვისმინე, და მყავს პენსიონერი მშობლები, რომლებსაც არ აქვთ, სამწუხაროდ, რაღაც დანაზოგი, იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს, ვიღაცას არ აქვს. ასე თქვენ აყენებთ საკითხს, რომ პენსიონერი თუ არის აუცილებლად არ უნდა [ჰქონდეს], ვიღაცას აქვს. ჩემს მშობლებს, მაგალითად ასეთი დანაზოგი არ აქვთ და მთელი ცხოვრება მართლა პატიოსნად მუშაობდნენ, მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საერთოდ არ მიმიღია ბექა ოდიშარიას სიტყვები ჩემი მშობლების შეურაცხყოფად. არც სხვა იმ პატივცემული და მართლაც მშრომელი, ჩვენი პატივსაცემი პენსიონერების საწინააღმდეგოდ მიმიღია, როგორც თქვენ ამას თარგმნით. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია".