ენდობა თუ არა სააკაშვილი ენმ-ის ახალ მენეჯმენტს - რას ამბობენ პარტიის ახალი ხელმძღვანელები
უკავშირდება თუ არა პოლიტიკური კომიტეტის შექმნა მიხეილ სააკაშვილის უნდობლობას "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტის მიმართ - როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, კომიტეტის იდეა უნდობლობასთან კავშირში არ არის.
ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური კომიტეტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს, შიდა პარტიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ იქნება.
რაც შეეხება კონკრეტულ სტრატეგიებს, საერთოდ, ეროვნულს, რაშიც ეს კომიტეტი მიიღებს მონაწილეობას და იქნება ჩართული ივანიშვილის წინააღმდეგ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, რუსული პარტია რომ დამარცხდეს, ცხადია, ამ პოლიტიკას თავად განსაზღვრავს ის ბორდი, რომელიც გაკეთდება და ენმ-ის პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობა წყდება ენმ-ში და ჩვენ, ცხადია, ბორდი იქნება, სამოქალაქო ჯგუფები იქნებიან, ჩვენ მხარს დავუჭერთ.
არ არსებობს არანაირი პირადი წყენა, არ არსებობს წითელი ხაზი გარდა რუსული და პუტინისტური მისწრაფებებისა,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
სააკაშვილის მხრიდან ახალი მენეჯმენტის მიმართ უნდობლობას გამორიცხავს პეტრე ცისკარიშვილიც. ამტკიცებს, რომ ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.
როცა კომიტეტის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და გასაჯაროებული, მაშინ ვილაპარაკოთ, რას აკეთებს სააკაშვილი. ყველა ყველას ენდობა, ყველა ერთად ვმუშაობთ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. არაფორმალური მმართველი ჩვენ ერთი გვყავს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავისი მარიონეტებით მართავს ქვეყანას და თვითონ ბიძინა ივანიშვილი არის კრემლის მარიონეტი, რომელიც პუტინისა და მოსკოვისგან იმართება,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
რა არის "ნაციონალური კომიტეტი" და ვინ იქნებიან გაერთიანების წევრები - ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საჭიროა, შეიქმნას ახალი საბჭო, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ძველი და ახალი წევრებით დაკომპლექტდება.