ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციის სამინისტროს - კობახიძე

ორმაგი მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს შესწავლა, მიღებული აქვს თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და დაირღვა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.
დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე. მე არ ვიცი [რომ რუსეთს მოქალაქეა], მაგრამ საქართველოს მოქალაქეა. ყველაფერი შეიძლება იქნას შესწავლილი... მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს აქვს დაწყებული მოქალაქეობის შესწავლა. ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ვიდრე პირი არის საქართველოს მოქალაქე, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოთარ ფარცხალაძისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე პასუხისმგებლობას სრულად იცილებს საქართველოს პრეზიდენტი და ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადება მის ადმინისტრაციაში არ შესულა.