პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდება

19.09.23 20:39
პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდება

სალომე ზურაბიშვილი მზადაა, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში აშშ-მა ამხილა და დაასანქცირა, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს.

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროსგან ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნას ელოდება. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ოთარ ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს," - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა. სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ მას ფარცხალაძისთვის ორმაგი მოქალაქეობა არ მიუნიჭებია და ეს მისგან გვერდის ავლით მოხდა.

მსგავსი სიახლეები