მოსთხოვეს თუ არა უნივერსიტეტის სტუდენტების დავალიანების განულება - ამილახვარმა ბრიფინგი ჩანიშნა
ვის ხარჯზე გადაწყვიტა პრემიერმა სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერა? მთავრობის ადმინისტრაცია გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების განულება მოსთხოვეს, განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ამის პარალელურად, რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. საუბრის თემა სავარაუდოდ, სამინისტროში გამართული შეხვედრის დეტალები იქნება.
"პირველებისთვის" წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამილახვარის უწყებაში კერძო უნივერსიტეტები დაიბარეს და მოსთხოვეს სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანებები ეპატიებინათ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უნივერსიტეტი უკვე ადასტურებს.