რატომ არ ემორჩილება ყველა ბანკი ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - რას ამბობენ "ოცნებაში"

21.09.23 15:13
რატომ არ ემორჩილება ყველა ბანკი ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - რას ამბობენ "ოცნებაში"

რატომ არ ემორჩილება ყველა ბანკი ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "ქართულ ოცნებაში" პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა აკრიტიკებენ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ფარცხალაძის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

 მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფარცხალაძეს ყველა ბანკში ანგარიში დაეხურება, როდესაც მას მოქალაქეობა შეუჩერდება, რადგან სწორედ ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა.

ჯერ კიდევ თუ არის საქართველოში, ჯერ თუ კიდევ საქართველოს მოქალაქეა ამ შემთხვევაში მარტივად არის ეს საკითხი, როგორც კი არ იქნება მოქალაქე ავტომატურად გავრცელდება. მარტივი ამბავია და თუ დროზე დააკარგვინებს მოქალაქეობას პრეზიდენტი, შემდეგ მიიღებენ ისინიც გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს. მარტივი ამბავია და გუშინ პრეზიდენტი გაგულისებული რომ წერდა, ოღონდ აედუღებინა სიტუაცია დღეს, რომ ვეღარ ადუღდა, ახლა აღარ ჩქარობს და გუშინ სიტუაციის ასადუღებლად, ველოდები დაუყოვნებლივ რაღაც სიტყვებს ხომ წერდა და დღეს რას ფიქრობს. საქართველოს მოქალაქეზე ვრცელდება ის რეგულაცია, რაც ბანკის ბრძანებაშია", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

აღმოჩენილია ოთარ ფარცხალაძის ქართული ანგარიშები, რომლებიც ამ დრომდე მოქმედია. "ლიბერთი ბანკსა" და "ბაზის ბანკში" სანქცირებულ ყოფილ პროკურორს, სავარაუდოდ, გადარიცხვების მიღება შეუძლია.

"პირველებმა" ჩაატარა ჟურნალისტური ექსპერიმენტი - ფარცხალაძის ანგარიშზე ფული გადავრიცხეთ, რომელიც ადრესატამდე შეუფერხებლად მივიდა. სხვა კომერციულ ბანკებში იგივე ტრანზაქციის შესრულება ვეღარ ხდება.

 

მსგავსი სიახლეები