ФСБ-ის დირექტორს ელარჯს უწელავდით, გგონიათ, ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს არ ეპატიჟებოდით საქართველოში? - ხაბეიშვილი გომელაურს

22.09.23 18:44
 ФСБ-ის დირექტორს ელარჯს უწელავდით, გგონიათ, ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს არ ეპატიჟებოდით საქართველოში? - ხაბეიშვილი გომელაურს

"მართლა გგონიათ, რომ ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს არ პატიჟებდით საქართველოში? ვინმეს გგონიათ, რომ სჯერა საზოგადოებას, რომ მარტო ფარცხალაძეა ФСБ-ის აგენტი?" - ამ კითხვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შს მინისტრს.

საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გაიხსენა სოსო გოგაშვილის გარემოცვის წევრის ინტერვიუ შაბათის ეთერთან, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ კონსპირაციული მოლაპარაკებები  რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის  სამ მაღალჩინოსანს შორის, ვლადიკავკაზში ხეთაგუროვის გამზირზე 20 ნომერში შედგა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ФСБ-ის აგენტი მხოლოდ ფარცხალაძე არ არის და ამის აღიარებითი განცხადებებიც არსებობს. 

გარეთ მიდის აქცია - არა რუსეთის აგენტს და დააკავეთ რუსეთის აგენტი ფარცხალაძე, ფარცხალაძე ჯერ ბოტასიპარია კაცი პროკურორად რომ დანიშნეთ, ეს იყო პრობლემა, მერე ფარცხალაძემ ერთ დღეში სამი მილიონი ლარის 12 უძრავი ქონება რომ დაირეგისტრირა, მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მაგრამ ყური არ შეგიბერტყავთ. სარდაფში რომ ჩაიყვანა მინისტრი და სცემა, მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მთავარი აუდიტორი სცემა, არა, ფარცხალაძის დაცვაში ხართ ისევ.
აშშ ამბობს, რომ აგენტიაო, ფარცხალაძემ ომის პირობებში რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მარტო მდინარაძე-კობახიძეს არ სჯერა, რომ აგენტია, დანარჩენი ყველა შეთანხმდა რომ აგენტია. თქვენ ვერ იჯერებთ, იმიტომ, რომ წვლილი მიგიძღვით.

 

სოსო გოგაშვილმა თქვა, ბორტნიკოვი ФСБ-ის დირექტორი, თქვენზე თქვეს, რომ ამ ადამიანს ხვდებოდით, თქვენმა მოადგილემ თქვა, აგერ არის გენერალი სერგეი ბესედა. სედოვი, ოღონდ ეს სედოვი, ბესედა, ბორტნიკოვი, თქვეს, რომ ხინკლის საჭმელად დაგყავდათ თქვენსავე რესტორანში, მე არა - თქვენმა მოადგილემ თქვა. ამაზე გამოძიება დაიწყეთ, რომ თქვენმა მოადგილემ გამხილათ, იოსებ ჭელიძე იყო ნახსენები გოგაშვილის ნათქვამში, გამოიკითხა? ბორტნიკოვს რომ ხვდებოდით, ხინკალს აჭმევდით, ელარჯს უწელავდით, მართლა გგონიათ, რომ ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს არ პატიჟებდით საქართველოში? ვინმეს გგონიათ, რომ სჯერა საზოგადოებას, რომ მარტო ფარცხალაძეა ФСБ-ის აგენტი?“ - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები