თავდასხმის დამკვეთი კოტე ზარნაძეა - ირაკლი ეძგვერაძის პირველი კომენტარი
ენმ-ს წევრი ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. ამის შესახებ ოპოზიციის ნაცემი წევრი "პირველებთან" საუბრობს.
ეძგვერაძის თქმით, ამას ვერავინ გაბედავდა, ხელისუფლება და პოლიცია ზურგს რომ არ უმაგრებდნენ.
ესენი ამას ხომ ვერ გაბედავდნენ, პოლიცია და სახელმწიფო რომ არ უმაგრებდეთ ზურგს. ასეთ დათავდასხმას... არ ვიცი რაში წერია საერთოდ, ასეთი მოქცევა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყველანი ერთნაირად, მე განსაკუთრებით გამისწორდნენ. ყველამ ნახთ, ხომ საკრებულოში რაც მოხდა და მე დარმწუნებული ვარ, იმის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. მე ყველას ვიცნობ, ამოცნობით ყველას ვიცნობ, ყველას ამოვიცნობ. ზარნაძეს უდგანან ესენი 202 წლის არჩევნებშიც, 2021 წლის არჩევნებშიც, იარაღით რომ მოვარდნენ უბანზე... ეს სულ ზარნაძის გარემოცვაა და ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში, ოფიციალურ პირებიც იყვნენ. 30-ზე მეტი ადამიანი იყო ალბათ, ძალიან ბევრნი, არ ვიცი - ამბობს ეძგერაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძე საკუთარ სახლთან თავს 60-მდე ხელკეტით შეიარაღებული პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.