"ოცნება" თურნავასთან ერთად ფარცხალაძის ინტერესების დასაცავად კოორდინირებულად მოქმედებს - სამადაშვილი
ხელისუფლებისა და ნათია თურნავას კოორდინირებული ოპერაცია ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის გადასარჩენად - "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, საქართველო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებას რუსულს უწოდებს.
პარლამენტის წევრის თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას უმძიმეს დანაშაულში მხილებული ყოფილი ძალოვნის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო, ფარცხალაძის აქტივებს გამალებით იცავენ.
არათუ ნათია თურნავას გადაწყვეტილება იყო რუსული გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ კოორდინირებულად მუშაობს ყველა სახელმწიფო უწყება, მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე დასანქცირდა, მის დასაცველად, მისი ინტერესების დასაცველად, ფინანსური და სხვა ინტერესების დასაცავად.
ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ჩვენი პრეტენზიები, მოთხოვნა უნდა მივმართოთ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არათუ გამოძიებას არა თუ რეალურად არ აწარმოებს, არამედ, კიდევ ერთხელ ვამბობ, კოორდინირებულად მუშაობს ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, ეროვნული ბანკი ფარცხალაძის ინტერესების დასაცავად"- ამბობს სალომე სამადაშვილი.
მას შემდეგ რაც ნათია თურნავამ აშშ- სანქციების შესრულებაზე უარი განაცხადა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომა მოითხოვა. პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.
საქმე ეხება ნათია თურნავა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა ისევ აღუდგება.
წინა კვირას თურნავამ სპეციალურად ფარცხალაძისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა.