რას ამბობს გიორგი ფერაძის დანიშვნაზე სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ გიორგი ფერაძის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. თუმცა, გაგუა არ ამბობს, რას მოჰყვა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ამ თანამდებობიდან ჩამოშორება და მის ადგილას ფერაძის დანიშვნა.
გაგუა ეროვნულ ბანკში არსებულ ბუნტთან დაკავშირებით ინფორმაციასაც არ ადასტურებს, თუმცა ეს ინფორმაცია "პირველებთან" უკვე დაადასტურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, რობერტ სინგლეტარმა.
დანიშვნაზე გამიგია, მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა ყველაფერი კარგი გამიგია, ამიტომ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ პროცესთან არაფერ შუაშია, გაცილებით ადრე დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროს კადრი, ასე არ გამიგია მასზე". - ამბობს გაგუა.
თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.
ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.