არანაირი ბუნტი არ არის, სიმშვიდეა - ნათია თურნავა სებ-ში ამბოხზე

26.09.23 15:42
არანაირი ბუნტი არ არის, სიმშვიდეა - ნათია თურნავა სებ-ში ამბოხზე

"სებ-ში სიმშვიდეა", - ეროვნულ ბანკში ბუნტს სრულად გამორიცხავს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

როგორც თურნავამ "ფორმულასთან" აღნიშნა, ეროვნულ ბანკში ყველა თავის მოვალეობას ასრულებს

გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა.

ეროვნულ ბანკში ამბოხია - ასეთი რამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ მომხდარა.  მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ნათია თურნავას გადაყენების მოთხოვნით. ამ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. მათი  თქმით, ვითარება ეროვნულ ბანკში იმდენად კრიტიკულია, რომ სუს-ის ჩარევა გახდა აუცილებელი.  

მსგავსი სიახლეები