"წულუკიანის დიქტატურა კონსერვატორიაშიც მყარდება " - აქცია კონსერვატორიასთან
"წულუკიანის დიქტატურა კონსერვატორიაშიც მყარდება "- მინისტრის ბრძანებით რექტორის არჩევნების გაუქმებას პროტესტი მოჰყვა.
ცნობილია, რომ რექტორის თანამდებობა აქამდე არჩევითი იყო, თუმცა მინისტრმა აღნიშნული წესი შეცვალა და თავად მიისაკუთრა. მისთვის სასურველ ახალ რექტორს წულუკიანი, ერთპიროვნულად დანიშნავს.
მუსიკოს, გიგა გიგაშვილის თქმით, დამოუკიდებელ და თავისუფალ სასწავლებელს დაიცავენ და პროტესტიც პერმანენტული იქნება.
დღეიდან უკვე წარიმართება ის პროცესები, რითაც ჩვენ ყველა შევძლებთ ამ საოცარი დამოუკიდებელი, თავისუფალი სასწავლების დაცვას. ყველა ველოდით უკვე, რომ აქაც მოხდებოდა და ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ ყველამ და ძალიან თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ", - ამბობს მუსიკოსი, გიგა გიგაშვილი.
ცირა ელისაშვილის თქმით, წულუკიანის გადაწყვეტილება დამღუპველია. ლისაშვილი ამბობს, რომ კულტურის მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის გამო, მათ ხან მუზეუმის შენობასთან, ხან კინოცენტრთან ახლა უკვე კონსერვატორიასთანაც უწევთ დგომა.
ეს არის ის პროცესი, რომელიც კულტურის პოლიტიკის თვალსაზრისით დამღუპველია, თავად ამ სფეროსათვის, უბრალოდ მისამართები იცვლება და ჩვენ ვდგავართ, ხან მუზეუმის შენობასთან, ხან კინოცენტრთან და ახლა უკვე კონსერვატორიასთან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი პასუხი გავცეთ ამ სადამსჯელო ექსპედიციას, რომელიც ინსტიტუციებს ცვლის და ყველგან ამ რეპრესირებულ პოლიტიკა ტოვებს, როგორც ძალიან ცუდ კვალს კულტურის სფეროში. შესაბამისად, ერთიანი პასუხი უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და კულტურის მინისტრი უნდა შეიცვალოს", - ამბობს კულტუროლოგი, "თბილისის ჰამქარის" თავმჯდომარე, ცირა ელისაშვილი.
სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 10 ოქტომბერს, თუმცა რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს არჩევნები გაუქმებულია.
ცნობისთვის, მინისტრმა სასწავლებელში რეპრესიები პარლამენტის ტრიბუნიდან პრაქტიკულად დააანონსა და ეს ყველაფერი როგორც წესი, რეფორმად შეფუთა.