რა გააკეთა "ოცნებამ" კანდიდატის სტატუსის მისაღებად? - EU-ს ანგარიშის თარიღი ცნობილია
რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად? - ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნებამ" დათქმული დრო, მოსახლეობის მოტყუებაში დახარჯა, რეალურად კი 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეასრულა.
"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო შეძლებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დამსახურება იქნება.
თვეების განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ ყველა რეკომენდაცია ჰქონდათ შესრულებული და შუალედური შეფასებით 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი ჩაითვალა შესრულებულად. ახლა, როდესაც რამდენიმე კვირა რჩება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კიდევ ახალს წერენ და გზავნიან ვენეციის კომისიაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ მივიღოთ წლის ბოლოს სტატუსი ეს იქნება არა ხელისუფლების, არამედ ხალხის დამსახურება", - ამბობს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკურის თქმით, ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ნეგატიური გავლენა ექნება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. ბუჩუკური ამბობს, რომ ევროკავშირის კარი ჩაკეტვა მძიმე იქნება საქართველოსთვის, ვინაიდან ეს რუსეთის გავლენების გაძლიერებას და ქვეყნის იზოლაციას ნიშნავს.
ჩვენ ბორელის მხრიდან მოვისმინეთ და არამხოლოდ, ზოგადად ევროკავშირის მხრიდან, ამ ვითარებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ძალიან ნეგატიური გზავნილი იქნება ამ პროცესში და დამაზიანებელი, მიუხედავად ამისა ოცნება აგრძელებს თავისი მავნებლური პოლიტიკის, ქმედებების და გადაწყვეტილებების მიღებას. ევროკავშირის კარის ჩაკეტვა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მძიმე იქნება სამომავლო პერსპექტივაში იმიტომ, რომ ეს ენიშნება მარტოდ დარჩენას რუსეთთან ანუ რუსეთს გავლენების გაძლიერებას და იზოლირებას ჩვენი ქვეყნის", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური.
ევროკომისიის ანგარიში 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება - ინფორმაციას რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს. როგორ შეასრულა 12 რეკომენდაცია ქვეყანამ და რამდენად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან ზეპირი შეფასებების, პოლიტიკური მოწოდებების და მინიშნებების შემდეგ, ყველაფერი ცნობილი დოკუმენტირებულად გახდება.
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტს ელოდებიან ასევე უკრაინასა და მოლდოვაშიც. რაც შეეხება საქართველოს, რაც ვიცით, ჯოზეფ ბორელის სიტყვებია ევროკომისარი ფიქრობს, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შეასრულა, დანარჩენი 9 კი პროცესშია.