ლავროვი "პადაჩებს" თქვენ გაწვდით - სარჯველაძე დეკანოიძის კრიტიკას "ხულიგნობა" უწოდებს

28.09.23 13:07
ლავროვი "პადაჩებს" თქვენ გაწვდით - სარჯველაძე დეკანოიძის კრიტიკას "ხულიგნობა" უწოდებს

 

 

 

ხმაური და დაპირისპირება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე - ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სერგეი ლავროვის განცხადება წაუკითხა და გიორგი კაკურიძესთან ჰქონდა კითხვა ამ საკითხის თაობაზე, თუმცა საუბარი მიხეილ სარჯველაძემ შეაწყვეტინა.  

ლავროვი, რუსეთის ხელისუფლება, პირდაპირ საუბრობს თქვენს ხელისუფლებასთან. მოგეწონათ ლავროვის განცხადება ბატონო მიხეილ? მე არ ვთანხმდები ლავროვთან. თქვენი ხელისუფლება თანხმდება ლავროვის ხელისუფლებასთან. "ამაზე როდესაც ვსაუბრობდით,ამაზე იგინებოდა მიხეილ ყაველაშვილი, გახსოვთა ალბათ. მე ვეკითხები კაკაურიძეს, რატომ ყვირით, ვერ გავიგე? - განაცხადა დეკანოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე ხულიგნობას უწოდებს დეკანოიძის მიერ დასმულ კითხვას და ამბობს, რომ ლავროვი ქართულ ოპოზიციას პადაჩებს უგზავნის. ამან გამოიწვია დაპირისპირება სხდომათა დარბაზში.

პადაჩასავით ჩამოგაწვდით ლავროვი ასეთ განცხადებებს, რომ გაგიმყაროთ პოზიცია. ეს არის პოლიტიკური ხულიგნობა,რ ასაც ახლა აკეთებთ". - უთხრა სარჯველაძემ დეკანოიძეს.

 სერგეი ლავროვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. 

მსგავსი სიახლეები