ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი და ეს ნამდვილად მოქალაქეების დამსახურება იქნება - დეკანოიძე

28.09.23 14:00
ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი და ეს ნამდვილად მოქალაქეების დამსახურება იქნება - დეკანოიძე

"ჩვენ შეიძლება მართლაც მივიღოთ სტატუსი,  ეს ნამდვილად მოქალაქეების დამსახურება იქნება" - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ნეგატიური დასკვნები იქნება რეკომენდაციების ნაწილში, რადგან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 3 რეკომენდაციის გარდა არაფერია შესრულებული. "ევროოპტიმისტების" წევრი აქვე ამბობს, რომ "საქართველოს რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს".

მე ვფიქრობ, რომ რეკომენდაციების ნაწილში ძალიან ნეგატიური დასკვნა იქნება იმიტომ, რომ პრაქტიკულად 3 რეკომენდაციის გარდა არცერთი არ შესრულებულა, ხოლო დეოლიგარქიზაციის გეგმა, რომელიც საიდუმლოა და არავინ არ იცი, მათ შორის პარლამენტმა, ჩუმად გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში, მაგრამ ერთადერთი მოსაზრების გამო, რატომაც ჩვენ შეიძლება მართლაც მივიღოთ სტატუსი და ეს ნამდვილად მოქალაქეების დამსახურება იქნება და რეალურად გეოპოლიტიკური მდგომარეობის მნიშვნელობის გათვალისწინება, მაგრამ ჩვენ როგორც ვხედავთ პრაქტიკულად რუსეთი-საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სრულად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს", - ამბობს პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე.

ევროკომისიის ანგარიში 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება - ინფორმაციას რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს. როგორ შეასრულა 12 რეკომენდაცია ქვეყანამ და რამდენად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან ზეპირი შეფასებების, პოლიტიკური მოწოდებების და მინიშნებების შემდეგ, ყველაფერი ცნობილი დოკუმენტირებულად გახდება.

მსგავსი სიახლეები