როგორც ჩანს, ლავროვი კიდევ არაერთხელ ამხელს საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობაში - დეკანოიძე

28.09.23 13:50
როგორც ჩანს, ლავროვი კიდევ არაერთხელ ამხელს საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობაში - დეკანოიძე

როგორც ჩანს, ლავროვი კიდევ არაერთხელ ამხელს საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობაში  - ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ ადრეც ბევრჯერ განუცხადებია.

მისი თქმით, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველო რეგიონში რუსეთის ერთადერთ პლატფორმად გადააქციოს.

არაერთხელ განმიცხადებია ამის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა საიდუმლო მოლაპარაკებები რუსეთთან. როგორც ჩანს, ლავროვი კიდევ არაერთხელ ამხელს საქართველოს ხელისუფლებას ამ თანამშრომლობაში. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ საქართველო რეგიონში რუსეთის ერთადერთ პლატფორმად გადააქციოს. თუ ღარიბაშვილი არის ის ხელისუფლება, რომელიც მოსწონს რუსეთს, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება იზამს ყველაფერს, რომ საქართველო იყოს რუსეთის პლატფორმა რეგიონში". - ახადებს ხატია დეკანოიძე. 

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული.  

მსგავსი სიახლეები