გამოიყენეს გრიგორიადისი, ანარქისტი, უკომპრომისო ვიქნებით, ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე ციხეში წავა - პრემიერი

28.09.23 15:41
გამოიყენეს გრიგორიადისი, ანარქისტი,  უკომპრომისო ვიქნებით, ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე ციხეში წავა - პრემიერი

"გამოიყენეს ლაზარე გრიგორიადისი, ანარქისტი და ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელზე, ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ," - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მანამ, სანამ გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოიტანს, პრემიერმა დაანონსა, რომ "ანარქისტი" გამოიყენეს და ის დაისჯება. ღარიბაშვილი ამით გამოეხმაურა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებას, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის სიმბოლო იმ ბრძოლის, რაც იყო მარტის დასაწყისში.

ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე - ეს არის მორიგი მაგალითი, გამოიყენეს... არ მაინტერესებს რაზე გაასამართლეს - მამამისის დაჭრაზე, მაგრამ არ მაინტერესებს. მე ფაქტზე გიყვებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი. სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე წავა ციხეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეს არ არის პირველი განცხადება, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის უმკაცრესად დასჯას აანონსებს. პრემიერმა მათ შორის საპარლამენტრო ტრიბუნიდან თქვა, რომ ლაზარეს ციხიდან ვერავინ დაიხსნის - "პოლიციის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან - ღარიბაშვილი გრიგორიადისზე".
 

მსგავსი სიახლეები