"მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს" - ბოკერია ლავროვის განცხადებაზე

28.09.23 16:57
"მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს" - ბოკერია ლავროვის განცხადებაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ლავროვის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ბოკერიას თქმით, "ოცნება" მარტოებს გვტოვებს იზოლირებულებს რუსეთის პირისპირ და ეს რუსეთს გაუადვილებს ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას.

რატომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მტერს უნდოდეს დახმარება იმ მთავრობის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს. რატომ უნდა ეხმარებოდეს ამ გზავნილში, რომ დალაგდნენ და ომი აღარ იქნება, თუ "ოცნებაა" ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ამ მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს. იმიტომ, რომ ეს მტერი მარტოებს გვტოვებს იზოლირებულებს რუსეთის პირისპირ და ეს გაუადვილებს რუსეთს ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას. ამაშია ზუსტად ღალატი ივანიშვილის". - ამბობს ბოკერია.

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. 

მსგავსი სიახლეები