ლავროვის განცხადება არის დასტური, რომ ფრენების საკითხი "ოცნების" გარეშე არ გადაწყვეტილა - სამნიძე

28.09.23 17:08
ლავროვის განცხადება არის დასტური, რომ ფრენების საკითხი "ოცნების" გარეშე არ გადაწყვეტილა - სამნიძე

"რესპუბლიკელების" ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ლავროვის განცხადება არის დასტური, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხი "ოცნების" ჩართულობის გარეშე არ გადაწყვეტილა.

სამნიძე ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს აღიარება არის კიდევ იმის დასტურიც, რომ  "ოცნება" ფარცხალაძესთან ერთად მუშაობს, რომ რუსული ინტერესები გატარდეს საქართველოში.

ლავროვის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით არ იყო არანაირი ცალმხრივი გადაწყვეტილება, რითაც თავს იმართლებდა "ოცნება" და არავის არ გადაუწყვეტია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი "ოცნების" გარეშე. ეს არის დასტური, რომ "ოცნება" ფარცხალაძესთან ერთად მუშაობს, რომ რუსული ინტერესები გატარდეს ამ ქვეყანაში". - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული.  

მსგავსი სიახლეები