"მძევლად ყოფნა უწევს პრეზიდენტს... მნიშვნელოვანი, რომ წამოგვეწყო საუბარი იმპიჩმენტზე" - სარჯველაძე

28.09.23 17:06
"მძევლად ყოფნა უწევს პრეზიდენტს... მნიშვნელოვანი, რომ წამოგვეწყო საუბარი იმპიჩმენტზე" - სარჯველაძე

"მნიშვნელოვანი, რომ წამოგვეწყო საუბარი იმპიჩმენტზე და გვეთქვა მკაფიოდ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო წარმოადგინოს იმ რიტორიკით, რომელიც არ არის თავსებადი მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ ხაზთან,“ - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. 

სარჯველაძე ერთ-ერთია სწორედ იმ 5 დეპუტატს შორის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგება. როგორც სარჯველაძე ამბობს, პრეზიდენტი ტყვეობაშია მის მიერვე გაკეთებული განცხადებების და სწორედ ამიტომ დასჭირდა მმართველ გუნდს მის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელის მომზადება. სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილს არასწორი საგარეო რიტორიკის გამო აკრიტიკებს.

ის, რომ საგარეო პოლიტიკური მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია სწორი რიტორიკის ქონა, რომელთანაც საერთო არაფერი აქვს იმას, რა განცხადებებს აკეთებს, ან გააკეთა და ამის მძევლად ყოფნა უწევს საქართველოს პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსის ვითომდა არდამსახურებასთან, რეფორმების ვითომდა არგანხორციელებასთან დაკავშირებით, ეს მგონი, ძალიან მკაფიოდ და ნათლად გასაგები გახდა საზოგადოებისთვის.

ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ წამოგვეწყო საუბარი იმპიჩმენტზე და გვეთქვა მკაფიოდ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, სახელმწიფო წარმოადგინოს იმ რიტორიკით, რომელიც არ არის თავსებადი მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ ხაზთან,“ - ამბობს სარჯველაძე.

მსგავსი სიახლეები