თუ ვინმეს შეიძლება რომ საზოგადოების ნდობა არ ჰქონდეს, ეს არის ღარიბაშვილი თვითონ - დეკანოიძე

28.09.23 17:09
თუ ვინმეს შეიძლება რომ საზოგადოების ნდობა არ ჰქონდეს, ეს არის ღარიბაშვილი თვითონ - დეკანოიძე

"თუ ვინმეს შეიძლება რომ საზოგადოების ნდობა არ ჰქონდეს, ეს არის ღარიბაშვილი თვითონ,  ვფიქრობ, რომ მის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ პრეზიდენტის მიმართულებით," - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე ეხმაურება პრემიერის დღევანდელ განცხადებას, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნდობა დაკარგა და პრეზიდენტი ევროკავშირის სტატუსის საბოტაჟში დაადანაშაულა. 

თუ ვინმეს შეიძლება რომ საზოგადოების ნდობა არ ჰქონდეს, ეს არის ღარიბაშვილი თვითონ, რომელიც არის კორუფციონერი და რომელიც მოქმედებს ლავროვთან ერთად ტანდემში და რომელიც არის პირადად ბიძინა ივანიშვილის დანიშნული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ პრეზიდენტის მიმართულებით. აქ მთავარია ერთი რამ, რომ ღარიბაშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო დარჩეს ერთადერთ პლატფორმად რუსეთის. ყველა ზღვარს სცდება ყველა ის განცხადება, რაც დღეს მან გააკეთა,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები