უცნაურია იმის იმედად ყოფნა, რომ რუსები არ ჩაგიშვებენ - რაქვიაშვილი ლავროვის განცხადებაზე
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების" რუსების არ ჩაშვების იმედად ყოფნა ცოტა უცნაურია.
რაქვიაშვილის თქმით, "ოცნებას" უნდა ეღიარებინა რუსეთთან ფრენებზე მოლაპარაკების შესახებ
რატომ სჭირდებოდა ამას ასეთი ტყუილების მოგონება, ბოლოსდაბოლოს თუ წარმართა მოლაპარაკებები და გგონია ფრენების აღდგენა კარგია, თქვი, რომ წარვმართე მოლაპარაკებები და ფრენები აღვადგინე, მაგრამ იმის იმედად ყოფნა, რომ რუსები არ ჩაგიშვებენ, ცოტა უცნაურად გამოიყურება". - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
სერგეი ლავროვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული.