შსს-მ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის - დეკანოიძე
რუსეთის მოქალაქე, რომელიც ხატია დეკანოიძეს პარლამენტთან რამდენჯერმე დახვდა და მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, კვლავ საქართველოშია. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის მოქალაქე მას კვლავ პარლამენტთან დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის.
ისევ პარლამენტთან დამხვდა," - წერს დეკანოიძე.